01:30 | 2020-05-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მიიღეთ, როგორც აღსარება… – როცა შვილებისა და დედის სიცოცხლეს შორის არჩევანს აკეთებ

მიიღეთ, როგორც აღსარება… – როცა შვილებისა და დედის სიცოცხლეს შორის არჩევანს აკეთებ

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ემოციურად საკმაოდ მძიმე პოსტს აქვეყნებს და აფხაზეთის ომის პერიოდში, საკუთარ ისტორიას იხსენებს.

 

ეკა სოხუმის მკვიდრია და აფხაზეთი ქალაქის დაცემის შემდეგ დატოვა. იგი უმძიმესი არჩევნის წინაშე დადგა. ეკა ან მომაკვდავ დედასთან უნდა დარჩენილიყო, ან საკუთარი თავის და შვილების გადასარჩენად უნდა გაქცეულიყო.

 

გთავაზობთ ფრაგმენტს მისი ისტორიიდან:

 

„არასდროს ასეთი არჩევნის წინაშე არ დაგაყენოთ უფალმა, არასდროს! რამე თუ მე დაჭრილი დედა ავიყვანე ხელში, მივაწვინე ლოგინზე, გადავუჭირე ფეხზე მაგრად ქსოვილი. სისხლს ვაჩერებდი, ჩემი ჭკუით… თვალებში ვერ ვუყურებდი. სული, გული ბავშვებს გაჰყვა. 6 და 7 წლის ბავშვებს. დამიცხრილავენ, მომიკლავენ, რა ვქნა? არადა, დედა როგორ მივატოვო? და ბავშვები?

 

– დე, ბავშვებს გადავმალავ სანდო ადგილას და დავბრუნდები. ცოტა მოითმინე, კარგი? – პასუხს არ ველოდები, სამი თვის ქრისტინას ვიტაცებ ხელში, ინსტინქტურად იქვე მიგდებულ, „პილიონკებით“ სავსე, სპორტულ ჩანთას ვიკიდებ მხარზე და მივდივარ კარისკენ… ზღურბლთან ვქვავდები წამიერად და უკან ვიხედები.

 

„უკანასკნელად შეხედე დედაშენს!“ მიბრძანა ვიღაცამ, თითქოს გაბრაზებულმა… მივიხედე. მარჯვენა ფეხი ხელებით ეჭირა. ფეხს რომ ვამბობ, მუხლს ქვემოთ, შუა წვივზე გადამსხვრეული ეკიდა მთელი ტერფით… სისხლი? არც იკითხოთ. იცლებოდა… თავი ჩემსკენ ქონდა მობრუნებული და თვალები… თვალები… იქნებ არ დამიჯეროთ, მაგრამ მე ახლა სიმწრისგან ვყმუი… ვტირი, ვღმუი და ვაგრძელებ წერას… უნდა ვთქვა ბოლომდე, შევპირდი დღეს, ანთებულ სანთელთან დედას…“ – წერს ეკა სოციალურ ქსელში.

 

ვრცელი პოსტი:

 

…27 სექტემბერს სოხუმი… …28 სექტემბერს დრანდა და მისი შემოგარენი…😢 ….29 სექტემბრისდღის, გახსენება არ მინდა,…

Gepostet von ეკა ამირანისა am Samstag, 29. September 2018

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X