12:48 | 2020-05-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

მიიღებთ თუ არა დახმარებას, თუ ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში იმყოფებოდით

მიიღებთ თუ არა დახმარებას, თუ ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში იმყოფებოდით

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ადამიანი, რომელიც ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში იმყოფებოდა და შემდეგ პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაციას მიიღებს.

 

დახამრების მიღება ვრცელდება შვილად აყვანის გამო შვებულებაში მყოფებზეც. მთავრობის დადგენილებას გიორგი გახარიაც აწერს ხელს.

 

დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს და იგი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

დოკუმენტის თანახმად, დაქირავებული პირს 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც უნდა უფიქსირდებოდეს ანაზღურების ჩარიცხვა.

 

ასევე ფიქსირდებოდეს, რომ მას 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს.

 

დადგენილების თანახმად, დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ.

 

ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ - სრული განმარტება
2020-05-04ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ - სრული განმარტება
ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +