21:50 | 2020-09-15 ავტორი: თამარ გონგაძე

მიას შემდეგ ეგ კონცერტი აღარც მახსოვს – “მხოლოდ ქართულის” ფინალისტი დაქორწინდა

მიას შემდეგ ეგ კონცერტი აღარც მახსოვს – “მხოლოდ ქართულის” ფინალისტი დაქორწინდა

“მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონის ფინალისტმა, გიორგი ძოწენიძემ სულ ახლახან ცოლი შეირთო. მომღერლის რჩეული მია მაჩაბელი გახლავთ. გიორგის სასიყვარულო ისტორია პროექტის შემდეგ დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა.

 

გიორგი ძოწენიძე: – ერთი თვის წინ მიასთან ვიყავი სტუმრად სოფელში და მაშინ გადავწყვიტეთ დაქორწინება. მის ოჯახის წევრებს გამოვუცხადე, რომ უნდა გვექორწინა.

ქორწილი არ დაგვიგეგმავს. ამჯერად მხოლოდ საქორწინო ფოტოსესიით შემოვიფარგლეთ. მივხვდით, რომ ახლა ქორწილს ვერ გადავიხდიდით და საგაზაფხულოდ გადავდეთ.

 

 

გიორგი, პროექტში სტივ ვანდერის კონცერტზე დასასწრები ბილეთი გადმოგცეს, მოგვიანებით კი, მახსოვს, “ამბავი ატეხე”, არ არსებულ კონცერტზე მიშვებდა “ავერსიო”. რა ბედი ეწია კონცერტს?

 

– მიას შემდეგ ეგ კონცერტი აღარც მახსოვს. საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. ახლა ახალ ცხოვრებას ვგეგმავ. წინ სულ სხვა გეგმები გვაქვს…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X