01:01 | 2020-09-20 ავტორი: Prime Time

მიანმაში ორთავიანი ბავშვი დაიბადა

მიანმაში ორთავიანი ბავშვი დაიბადა

მიანმაში, ქალაქ ნეიპიდოში ორთავიანი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ Myanmar Times წერს.

 

ჩვილის დედა 29 წლის სანდა მინი კლინიკაში გართულებული მშობიარობით გადაიყვანეს. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. ის ოჯახში მეორე ბავშვია.

 

ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, იგი 2,5 კგ-ს იწონის. როგორც მიანმარელი ჟურნალისტები წერენ, ბავშვს „დამატებითი“ თავი აქვს, ხოლო დანარჩენი ყველა ორგანოს „ერთი ნაკრები“, ნორმალური ადამიანივით. ის არ არის სიამის ტყუპი. ამ დროისთვის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული.

 

ყველაზე უხუცესი სიამის ტყუპი ერთი თვის წინ გარდაიცვალა - ძმების საინტერესო ცხოვრება
2020-08-20ყველაზე უხუცესი სიამის ტყუპი ერთი თვის წინ გარდაიცვალა - ძმების საინტერესო ცხოვრება
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +