09:56 | 2020-07-13 ავტორი: Prime Time

„მიახლოებითი ამბავი ყოფილა ჩემს ცხოვრებაშიც“ – რითი ჰგავს „თესეას“ მთავარ გმირს ზურა ჯავახია

„მიახლოებითი ამბავი ყოფილა ჩემს ცხოვრებაშიც“ – რითი ჰგავს „თესეას“ მთავარ გმირს ზურა ჯავახია

სერიალ „თესეას“ გადაღებები გასულ წელს დაიწყო. 2020-ში გაგრძელებულ სეტს პანდემიამ მოუსწრო და როგორც ყველაფერი, ეს პროექტიც გაჩერდა.

 

სერიალში მთავარი როლის შემსრულებლად ზურა ჯავახია სცენარისტის, ქეთი დევდარიანის სურვილით აღმოჩნდა. ზურა „ჩცდ“-ს მუსიკალური თემების ავტორია. ჯგუფ „არას“ ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს, ბევრი ჯგუფი აქვს გამოცვლილი, თუმცა პერსონაჟ გიორგი ზამბახიძემდე მთავარი როლი არსად შეუსრულებია.

 

სცენარისტის ფავორიტი არტისტი გადასაღებ მოედანზე ისეთ გუნდში მოხვდა, სადაც მიხვდა, რომ ამ გამოწვევაში მთლიანად უნდა დახარჯულიყო და ახლადდაბადებული მსახიობის თავგადასავალიც დაიწყო.

 

– ზურა, აქამდე მუსიკას წერდი, ახლა უკვე „ფორმულა კრეატივმა“ მსახიობად გაქციათ. როგორი იყო ეს ტრანსფორმაცია თქვენთვის?

 

– საოცარი, უჩვეულო. მივიღე უდიდესი გამოცდილება. უცხო იყო იმასთან შედარებით, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

 

საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვიღებდით პირველ სეზონს და გადაღების პროცესში ჯგუფთან დავმეგობრდი. ყველას უკლებლივ მადლობას ვეტყვი იმ გაწეული ერთიანობისთვის, რამაც ეს სერიალი შექმნა.

 

– სერიალის რეიტინგით ინტერესდებით?

 

– სერიალის რეიტინგით ვინტერესდები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. „ფეისბუქი“ არ მაქვს, რეიტინგი ხომ მაინც იქ აისახება, თუმცა რაღაცებს თვალი მივადევნე. მგონია, როცა სიუჟეტი განვითარდება, მაყურებელი მაშინ დაიწყებს სერიალის აქტიურ ყურებას.

Excluisve: მანჩო გიორგობიანს შვილის გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე ტყეში ხილვა ჰქონდა 
2020-07-13Excluisve: მანჩო გიორგობიანს შვილის გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე ტყეში ხილვა ჰქონდა 

– როგორც ვიცი, სხვა არც მოიაზრებოდა „თესეას“ მთავარ როლზე, ასე ვთქვათ, უკონკურენტოდ დაგამტკიცეს როლზე.

 

– მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს (ეცინება). ვნახოთ.

 

– თქვენს გმირს „ვეფხისტყაოსნის“ დადგმასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა შეხვდა. თავად რამდენად ხართ დინების საწინააღმდეგოდ მცურავი?

 

– ალბათ, უფრო ვარ, ვიდრე არა. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ვთვლი, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძირითადად ბოლომდე „ვაწვები.“

 

– თქვენ გმირთან რაიმე მსგავსება თუ გაქვთ? მასავით თუ გაცლიხართ ქალაქს შეყვარებულთან დაშორების შემდეგ?

 

– რაღაც ცხოვრებისეული ამბების შემდეგ გავცლივარ ქალაქს, კი. მიახლოებითი ამბავი ყოფილა ჩემს ცხოვრებაშიც, ქალაქიდან  ერთთვიანი მოწყვეტა მქონია, თუმცა მე არაფერი დამიდგამს (იცინის).

იტანჯა, იომა... ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე! - ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა 
2020-07-13იტანჯა, იომა... ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე! - ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა 

– გიორგის მსგავსად, დადიხართ სოფელში, სადაც ბავშვობას ატარებდით?

 

– ასეთი სოფელი მაქვს თიანეთში, ღულელები. ახლა ვაპირებ იქ ჩასვლას და ცოტა ხანი იქ ყოფნას.

 

– ბავშვობაში მიღებული მძაფრი ემოციები, შთაბეჭდილებები, ფობიები, რამდენად ახდენს ადამიანზე გავლენას?

 

– ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ეს ჩემი ფრაზა არ არის, მაგრამ ვეთანხმები. იქედან მოგვყვება ბევრი რამ. მე ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს. კარგი მოგონებები მაკავიშირებს. ყველა ადამიანს აქვს თავისი საყვარელი ადგილი ცხოვრებიდან, რომელიც ინსპირაციას აძლევს.

 

– იქ მუსიკა დაგიწერიათ?

 

– ბევრი არა, რამდენიმე თემა და სიმღერა დამიწერია.

 

– მოკლედ, „თესეას“ უყურებთ?

 

– ვუყურებ. უცნაურია და არც ვიცი, როგორ უნდა ვუყურო, გვერდიდან, წინიდან. ვხუმრობ. ჩართული ვარ მარათონში.

 

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი „ფორმულა კრეატივის“ არც პირველი პროექტია და არც მეორე, უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული სული იყო გადასაღებ მოედანზე. ყველანი ერთი იდეის გარშემო გავერთიანდით და არაფერი დაგვიშურებია, რომ „თესეა“ განსხვავებული და საინტერესეო პროდუქტი ყოფილიყო.

 

– სად იღებდით?

 

– საკმაოდ ბევრ ქალაქში. რთულია გამოგონილი ქალაქის მხოლოდ ერთი ქალაქისგან აწყობა. ამიტომ ბევრგან ვიღებდით.

 

– „თესეაში“ მუსიკას არ წერთ.

– არა, თუმცა ჩემი იდეები მქონდა. ნიკა ჩოხელის მუსიკამ და ჯგუფმა „წერილმა“  დამატებითი ხასიათი შემოიტანა, რომელიც ძალიან დამეხმარა. ის, რომ სერიალში ჩემი მუსიკა არ არის, მხოლოდ კარგია.

 

– და „ვეფხისტყაოსანში“ თქვენი საყვარელი გმირი?

 

– ერთს არ გამოვყოფ. ბევრი გმირი მომწონს და თითოეულ პერსონაჟს ბევრი ფენა აქვს.

 

– წარმატებები.

– მადლობა, ასევე.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები