18:41 | 2020-06-12 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მიახლოებითაც არ გამართლდა ის პროგნოზი, რასაც გვეუბნებოდნენ” – რას ამბობს კორონავირუსზე კარდიოლოგი, რომელმაც სკანდალური პოსტი დაწერა

“მიახლოებითაც არ გამართლდა ის პროგნოზი, რასაც გვეუბნებოდნენ” – რას ამბობს კორონავირუსზე კარდიოლოგი, რომელმაც სკანდალური პოსტი დაწერა

უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი პირველად ჩინეთიდან გავრცელდა და მთელ მსოფლიოს მოედო.

 

იმის მიუხედავად, რომ მედიცინა ყოველწამიერად ვითარდება, კორონავირუსის შესახებ, ზუსტი მკურნალობის მეთოდები მოფიქრებული არ არის, არ არსებობს არც ვაქცინა და არც წამალი.

 

ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოლოგმა, ექიმმა ტატო ჯახიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ კორონავირუსი მკვლელი ვირუსი არ არის.

 

„პრაიმტაიმი“ ტატო ჯახიას დაუკავშირდა.

 

– ბატონო ტატო, რა საფრთხეებს შეიცავს კორონავირუსი?

 

– პირადად მე ამ ვირუსზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ოფიციალური მონაცემები არსებობს, არაერთი სხვადასხვა სახის კვლევა ჩატარდა, პანდემიის გავრცელების შემდეგ და ამ დრომდე ბევრი დეტალი რჩება ბუნდოვანი.

 

თუმცა ფაქტი არის ერთი, რასაც ელოდებოდა მსოფლიო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ის პროგნოზები არ გამართლდა.

 

ხალხის სახლში ჩაკეტვაც, ე.წ. „ლოკდაუნიც“ არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ჩემი აზრით.

 

– რის საფუძველზე ამბობთ, რომ პროგნოზები არ გამართლდა?

 

– საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ბრიტანელმა მეცნიერმა, დადო დასკვნა, რომ ამ ვირუსით 50 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა, სწორედ ამიტომ გამოცხადდა, ე.წ „ლოკდაუნი“,

 

მაგრამ მისი პროგნოზი მიახლოებითაც კი არ გამართლდა. რასაც გვეუბნებოდნენ, იმის საპირისპირო სურათი მივიღეთ.

 

ლოგიკურად თუ შევხედავთ ყველაფერს, ვირუსი ახალი იყო, ცოტა ინფორმაცია გვქონდა და ამიტომ იქნა მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები.

 

სწორი დიეტა და რჩევები ჭარბწონიანებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის, კორონავირუსით რომ არ დაინციფირდეთ
2020-04-09სწორი დიეტა და რჩევები ჭარბწონიანებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის, კორონავირუსით რომ არ დაინციფირდეთ

 

ხალხის სახლში ჩაკეტვით და დედამიწის გაჩერებით, ვირუსის დამარცხება შეუძლებელია.

 

– ფაქტია, რომ შეამცირა ვირუსის გავრცელება გატარებულმა ზომებმა…

 

– მე ვფიქრობ შემცირდა, მაგრამ იმის თქმა რამ შეამცირა შეუძლებელია. ჩემი პირადი აზრით, ადამიანები შეშინდნენ და თავიდანვე მოიმარაგეს პირბადეები, დაიწყეს გაფრთხილება.

 

მათი ქცევა შეიცვალა და სწორედ ამის გამო შენელდა ვირუსის გავრცელება და არა იმიტომ, რომ სახლში ჩაკეტეს.

 

– სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ეს არ არის მკვლელი ვირუსი, ახლაც ამ აზრზზე ხართ?

 

– გააჩნია რა გაგებით, ნებისმიერი სხვა რესპირაცორიული ვირუსი შესაძლოა მკვლელი იყოს, მაგრამ მე ვიგულისხმე მკვლელი იმ გაგებით, რა გაგებითაც მოგვაწოდეს ჩინეთიდან წამოსული ინფორმაცია.

 

რაც დრო გავა, კორონავირუსი ისევე ბანალური ვირუსი გახდება, როგორიც იყო ღორის და ქათმის გრიპი. ღორის გრიპს უფრო მეტი სიკვდილიანობა ჰქონდა ჩვენთან – 34 ადამიანი დაიღუპა.

 

ჩინეთი დახურული საზოგადოებაა და რთულია იქედან სწორი ინფორმაციის მიღება. WHO-მაც ბევრჯერ გადათქვა თავისი ნათქვამი, ესეც ეჭვს იწვევს ადამიანში.

 

არ გახვიდეთ გარეთ! კორონავირუსის დროს საშინელება ხდება ფილტვებში - ანზორ მელია გულსისხლძარღვთა პრობლემიან პირებს მიმართავს
2020-04-14არ გახვიდეთ გარეთ! კორონავირუსის დროს საშინელება ხდება ფილტვებში - ანზორ მელია გულსისხლძარღვთა პრობლემიან პირებს მიმართავს

 

ამ ქაოსურმა ინფორმაციამ, პანიკამ და შიშმა გამოიწვია ის შედეგები რაც გამოიწვია, მთავრობებსაც კი შეეშინდათ და ისეთ რადიკალურ ზომებს მიმართეს, რასაც „ლოკდაუნი“ ჰქვია.

 

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ეფექტური იყო. თუ ჩვენ გვეცოდინებოდა რომ სამ თვეში წამალი ან აცრა იქნებოდა, ჰქონდა გამართლება ხალხის სახლში ჩაკეტვას.

 

ამის ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებდნენ იმას, რომ არ მომხდარიყო კლინიკების გადატვირთვა და არ მიგვეღო იტალია, თუმცა როცა საკარანტინო ზომები გატარდა ჩვენთან, მაშინ ამის არანაირი მონაცემები არ გვქონდა.

 

მე თავიდანვე ეჭვი მქონდა, რომ ეს არ იყო ის, რასაც ასეთი აჟიოტაჟი უნდა გამოეწვია მსოფლიოში.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X