fbpx
21:41 | 2020-06-04 ავტორი: თამთა თორდია

მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო მასთან გასაუბრების ოქმი.

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა
2020-06-04ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

 

 

 

მია ვეფხვაძე არის მოკლული ზაზა ვეფხვაძის და.

 

ვეფხვაძეების ოჯახი კი მკვლელობაში სწორედ გიორგი რურუას ადანაშაულებს.

 

რამდენიმე დღის წინ „ქრონიკასთან“ მია ვეფხვაძე აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.

 

ცნობისთვის, შეიარაღებული პირების მიერ 27 წლის წინ ჩაცხრილული ზაზა ვეფხვაძის საქმის გამოძიება, შესაძლოა, განახლდეს.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X