15:30 | 2020-03-20 ავტორი: თამთა თორდია

„მგზავრმა კარანტინში გადაყვანისას ფანჯრებს წიხლები დაუშინა და ჩაამსხვრია“ – რას ჰყვება პარიზიდან დაბრუნებული

პარიზიდან ჩამოსული ერთ-ერთი მოქალაქე, ანა ყიფიანის აეროპორტში შემოწმების დეტალებს იხსენებს.

 

მისი თქმით, დაბალი ტემპერატურის გამო, გადამოწმების მიზნით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სრული კვლევა ჩაუტარდათ.

 

„გზაში ფანჯარასთან ვიჯექი და შემცივდა. მძღოლს ვთხოვე, ფანჯარა აეწია და მითხრა, რომ ვერ შეძლებდა, რადგან სხვა პაციენტებმა, რომლებიც კარანტინში გადაჰყავდათ ფანჯრებს წიხლები დაუშინეს და ჩაამსხვრიეს. ახლა პერსონალი გაოცებულია, ჩვენ რომ მშვიდად ვსხედვართ. ყველანაირი კომფორტია, სად გვინდა, რა გვინდა, გვეკითხებიან ყველაფერს.

 

გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან ყველაფერში. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიქცე მათნაირად და რატომ უნდა ჩაამსხვრიო ფანჯრები. მათთვის კარანტინი წამებასთან ასოცირდება ალბათ და ვერ ვხვდებით, რატომ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებენ პერსონალს“, – განაცხადა ანა ყიფიანმა.

 

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.

 

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი.

 

კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.

 

მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, დაიცვან წესები და დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X