13:25 | 2021-07-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

მგონი დროა ვიმოქმედოთ! – ბიძინა კულუმბეგოვი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

მგონი დროა ვიმოქმედოთ! – ბიძინა კულუმბეგოვი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ამ ფაქტს ქართველი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება.

 

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ქვეყანაში უკვე მოქმედების დროა.

 

„აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ აანაზღაურებს! ასევე კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერთიფიკატი ან PCR ტესტის პასუხი.

 

ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა საზოგადოების ნაწილი იყოს მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკათებელია. მგონი დროა ვიმოქმედოთ, აიცერი და იყავი დაცული“,- ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X