11:52 | 2020-04-22 ავტორი: Prime Time

მღვდლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სროლით დასრულდა – რა მოხდა ყინწვისში

მღვდლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სროლით დასრულდა – რა მოხდა ყინწვისში

ფიზიკური დაპირისპირება რუის-ურბნისის ეპარქიაში სროლით დასრულდა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ყინწვისის მონასტრის წინმძღვარმა, არქიმანდრიტმა დავითმა (აქიაშვილი) ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ახალი მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მისამართით განახორციელა, რომელიც ხელის არეში მსუბუქად დაიჭრა.

 

სასულიერო პირები დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ჩვენი წყაროს ცნობით, მღვდელმსახურებს შორის ეს პირველი კონფლიქტი არ გახლავთ.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას არქიმანდრიტი საბა რაიმე კონფლიქტს და მისი დაჭრის ფაქტსაც უარყოფს.

 

„მსგავსი არაფრერი მომხდარა“, – გვითხრა სასულიერო პირმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X