16:15 | 2020-06-16 ავტორი: ნინი ტაველიძე

მღვდელმა პროტესტის ნიშნად ეკლესია კაფე-ბარად გადააკეთა – არგენტინა

მღვდელმა პროტესტის ნიშნად ეკლესია კაფე-ბარად გადააკეთა – არგენტინა

არგენტინაში ევანგელისტური ეკლესიის მღვდელმა პროტესტის ნიშნად ეკლესია კაფე-ბარად „გადააკეთა“. მან ამით კორონავირუსის გამო რელიგიურ რიტუალებზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა.

 

დეტროიტში მღვდელმა მსახურებისას წყლის სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა
2020-05-18დეტროიტში მღვდელმა მსახურებისას წყლის სათამაშო პისტოლეტი გამოიყენა

 

ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.

 

ეკლესიაში მაგიდები განთავსდა, ხოლო პასტორებმა მიმტანების ფორმა გადაიცვეს. მათ ლანგრებზე ბიბლიები დაალაგეს და მათი დარიგება დაიწყეს.

 

„ჩვენ აქ ვდგავართ მიმტანების ტანსაცმელში გადაცმულები, რადგან ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა შევასრულოთ და მას ვასიამოვნოთ. ბარები და მაღაზიები იხსნება, ტაძრებში კი კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. რატომ ვხვდებით დისკრიმინაციის მსხვერპლი? რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული“,- განაცხადა სანტა-ფეს პროვინციის, ქალაქ სან-ლორენსოს ევანგელისტური ეკლესიის მღვდელმა, დანიელ კატანეომ.

 

მისი თქმით, ამ პერფორმანსის მიზანი ქვეყანაში რელიგიურ შეკრებებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნაა.

 

ცნობისთვის, სანტა-ფე კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა. გაიხსნა ბარები, რესტორნები, თუმცა მიუხედავად ამისა, ტაძრებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X