14:07 | 2020-08-01 ავტორი: Prime Time

მღვდელმა მოხუცი ქალი სცემა, რადგან ეკლესიასთან კნუტებს აპურებდა – (საბერძნეთი)

მღვდელმა მოხუცი ქალი სცემა, რადგან ეკლესიასთან კნუტებს აპურებდა – (საბერძნეთი)

მოხუცი ქალბატონი იუწყება, რომ ის ეკლესიის მოძღვრისგან თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. როგორც ირკვევა, ქალი წმინდა რაფაილის სახელობის ეკლესიასთან მყოფ უპატრონო კნუტებს აპურებდა და მათთვის წყალიც მიჰქონდა.

 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამან გააღიზიანა სასულიერო პირი და მოხუც ქალბატონს თავს დაესხა. ვრცელდება ფოტოკადრებიც, თუ რა დაზიანებები აქვს მიღებული დაზარალებულს.

სად იმყოფება ამჯერად პითონი, რომელიც გუშინ მეპატრონეს გაექცა  - დაუჯერებელი ისტორიის ახალი დეტალები
2020-08-01სად იმყოფება ამჯერად პითონი, რომელიც გუშინ მეპატრონეს გაექცა - დაუჯერებელი ისტორიის ახალი დეტალები

თავის მხრივ, ცხოველთა დაცვის გაერთიანება აცხადებს, რომ ის სასულიერო პირები, რომლებიც პატივს არ სცემენ არათუ ცხოველებს, არამედ არც ადამიანებს, არ არიან ღირსნი ეკლესიაში მოღვაწეობისა. მღვდლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X