20:11 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს – ნახეთ რა ბედი ეწია მამაკაცს

მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს – ნახეთ რა ბედი ეწია მამაკაცს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დატყვევებული მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს, კაცი კი დაჯარიმდება.

„უხ როგორ გამახარეთ“ „საოცარი ამბავია“ - ანი ღონღაძისა და გიორგი თექთურმანიძის ცხოვრებაში სიახლეა
2021-09-15„უხ როგორ გამახარეთ“ „საოცარი ამბავია“ - ანი ღონღაძისა და გიორგი თექთურმანიძის ცხოვრებაში სიახლეა

 

ვიდეო Facebook-ზე გუშინ, 14 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა ამჯერად მიუწვდომელია.

 

„მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.

 

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1 000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!