fbpx
15:00 | 2020-03-31 ავტორი: ნინი ტაველიძე

მეზვრიშვილი: სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

მეზვრიშვილი: სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას.

 

აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა.

 

აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი პოზიციაა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა, განსაკუთრებით 70 წელზე მეტი ასაკის პირებზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, სახლიდან გამოსვლის აკრძალვა და ამ ნაწილში ადამიანებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე ხუთი და ექვსი ადამიანი არ უნდა დადგეს.

 

„ამ წესიდან ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები – ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს.

 

აუცილებლად უნდა იყოს დაცული მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X