fbpx
12:49 | 2020-08-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირება დადგა

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირება დადგა

თერჯოლაში შემზარავი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

11 წლის მოზარდის მეზობლები „მთავარ“ არხს უყვებიან, რომ შესაძლოა, მამას ბავშვი შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირება დადგა. ამას არც არასრულწლოვანის ნათესავები გამორიცხავენ.

 

ჩემი შვილები არიან წასულები და ტელეფონები გათიშული აქვთ - დედა საბედისწერო ტურში წასულ შვილებს ეძებდა
2020-08-25ჩემი შვილები არიან წასულები და ტელეფონები გათიშული აქვთ - დედა საბედისწერო ტურში წასულ შვილებს ეძებდა

 

„მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა. ცოლთან საშინლად აგრესიული იყო“, – ამბობენ მეზობლები.

 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.

 

გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X