10:49 | 2020-05-19 ავტორი: თათია ცუკოშვილი

მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გორში მამაკაცი დააკავეს

მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გორში მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

„გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X