fbpx
13:45 | 2020-10-14 ავტორი: თამთა თორდია

მეუფე ნიკოლოზის ოცნება ახდება – ვინ აჩუქებს მას iPhone 12-ს

მეუფე ნიკოლოზის ოცნება ახდება – ვინ აჩუქებს მას iPhone 12-ს

როგორც იცით, გუშინ კომპანია Apple-მა სმარტფონების ახალი მოდელის Iphone 12-ის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. რომელიც წინამორბედებთან შედარებით უფრო თხელი და მსუბუქი იქნება, ხოლო მისი ფასი 799 დოლარიდან იწყება.

 

უბრალო დამთხვევაა თუ Apple-ს  “საქმეებშიც არის” ჩართული, ფაქტია, რომ ტელეფონი გამოსული არ იყო, როდესაც მეუფე ნიკოლოზმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ორი დღით ადრე განაცხადა, რომ IPHONE 12 უკვე გაყიდვაშია და მას ის ჯერ არ აქვს.

 

უმაღლესი წოდების მქონე სასულიერო პირის განცხადების შემდეგ IPHONE 12-ზე მოთხოვნა გაიზარდა და კომპანიამაც არ დააყოვნა, ტელეფონი გამოვიდა.

 

პრაიმამბები რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, აქვს თუ არა რომელიმე კომპანიას სურვილი მეუფე ნიკოლოზს IPHONE 12 აჩუქოს. რამდენიმე მათგანმა უარი თქვა, თუმცა iStyle მზად არის მეუფეს სურვილის შემთხვევაში ტელეფონი აჩუქოს.

 

„მეუფე ნიკოლოზს სურვილი თუ ექნება მზად ვართ ვაჩუქოთ IPHONE 12. წესით მომავალი კვირიდან გვექნება გაყიდვაში IPHONE 12, ხოლო IPHONE 12 Pro ნოემბრიდან და სიამოვნებით ვაჩუქებთ მას მეუფე ნიკოლოზს” – განაცხადეს კომპანიაში.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X