fbpx
12:04 | 2020-11-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა – ვრცელდება ფოტოები

მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა – ვრცელდება ფოტოები

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა. მეუფემ მოსკოვში მის ნათესავს ანდრეი რუბლიოვის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელს – დავით არსენიშვილს ყოველწლიური პანაშვიდი გადაუხადა.

 

ინფორმაციასა და ფოტოებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს .

 

„ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ჩვენი ერთიანობის დაშლას“, – ამბობს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

 

მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი წერს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად ტაძარში მსახურება სლავურ და ქართულ ენებზე შესრულდა. დღეს კი მეუფე სამეცნიერო კონფერენციაზე „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ისაუბრებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X