13:09 | 2020-04-19 ავტორი: ლიზი მეტრეველი

მეუფე იოანე: სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, საფლავებზეც გავიდეთ

მეუფე იოანე: სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, საფლავებზეც გავიდეთ

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება.

 

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, საფლავებზე გასვლაც შესაძლებელი იქნება, რადგან შეზღუდვები 21 აპრილამდეა დაწესებული.

 

„რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

 

შეგახსენებთ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყველა ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დროს პირბადეები დარიგდა.

 

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.

 

დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.

 

ცნობისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.

 

ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ტაძრების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომენდანტის საათის გამო, სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდეს.

 

15 აპრილს, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტა!

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები