fbpx
13:52 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

მეუფე გერასიმე – უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენთვის აწესებს

მეუფე გერასიმე – უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენთვის აწესებს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საკვირაო წირვა ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

 

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა გერასიმემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

 

„ვილოცოთ რომ უფალმა მშვიდობა დაამყაროს სამყაროში და სულიერი სიყვარულით შეხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ადამიანი, როცა მოდის რწმენით ტაძარში აქედან მიდის ძალიან დიდი მადლით პრემიერის შემდეგ გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და თქვა, რომ ეს საკითხი არ ეხება ეკლესიას.

 

ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს 10 ადამიანის ციფრი. თქვენ ხართ ახლა ჟურნალისტები 10 კაცი, დავამატოთ მრევლი. შემდგომში როცა მოხდა უკვე საღამოს შეხვედრა პრემიერის და პატრიერქის და ნათელი მოეფინა ბევრ რამეს. პატარა ტაძრებში თავიდანვე რეკომენდაცია მივეცით, რომ მრევლი დადგეს გარეთ, ყველგან არის საშუალება გაკეთდეს ხმოვანი მოწყობილობა. ნაწილი გარეთ მოისმენს წირვას.

 

როცა ადამიანი ავად არის სიმპტომებით, თავი უნდა შეიკავოს არა მხოლოდ ეკლესიაში მოსვლისგან, არამედ სამსახურში მისვლისგან და ვიმოქმედებთ, იმ რეკომენდაციებით რაც იქნება სახელმწიფოსგან მიერ დაშვებული.

 

ეკლესიას აქვს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, არასდროს შემწყდრა წირვა ლოცვა, წარმოგიდგენიათ ეკლესია სადაც არ ჩატარდება წირვა, ადამიანი სანთელს არ დაანეთებს.

 

ზიარების შესახებ არანაირი წესი არ შეცვლილა, ერთ ადგილობრივ ეკლესიასაც წესი არ შეუცვლია, ცვლილება არ შეუტანია. 15 ეკლესია არის მართლმადიდებლური, მხოლოდ რუსეთში შეიტანეს ცვლილება. დანარჩენი მსოფლიო საპატრიარქო და სხვას არავის ზიარების წესში ცვლილება არ შეუტანია”,-განმარტა მან.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ. ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

 

ავტორი: თეა შონია

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო - ილია მეორე
2020-03-22თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო - ილია მეორე

 

ავტორი: Prime Time
X