fbpx
14:25 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

მეუფე გერასიმე თვლის, რომ ტყე ნადგურდება და ამიტომ საპატრიარქოს უნდა გადაეცეს

მეუფე გერასიმე თვლის, რომ ტყე ნადგურდება და ამიტომ საპატრიარქოს უნდა გადაეცეს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს თქმით, ხე-ტყის განადგურება ხდება და სწორედ ამიტომ უნდა გადაეცეს ეკლესიას, რომ მომავალ თაობას შემოუნახონ.

 

მისივე განცხადებით, ეს ტყეები მონასტრების ახლო ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

„ტყეს შევუნახავთ მომავალ თაობას. თქვენ ხედავთ როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიძარცვა ეს დიდი საუნჯე და ქვეყნის ფილტვები. ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან ტყეებს და მომავალ თაობას ასე გადასცემენ.

 

აქ იმ ტყის მასივზეა საუბარი, რომელიც მონასტრების ახლოს მდებარეობს. სხვა კომფესიებსაც იგივე დაფინანსება აქვს, იგივე პრივილეგიებით სარგებლობენ.

 

VIDEO: „ღმერთის არ გწამთ?“ - გირჩის ერთკაციანი აქცია საპატრიარქოსთან 
2020-05-21VIDEO: „ღმერთის არ გწამთ?“ - გირჩის ერთკაციანი აქცია საპატრიარქოსთან 

 

 

საქართველოს ეკლესიას გააჩნია უცხოეთში ეპარქიები, რომელიმე ეპარქიას აქვს პრივილეგიები ისეთი რომ მათ კომფესიებს აქვთ საქართველოში ? არსად არ ხდება ისე როგორც საქართველოში? საქართველო არის მაგალითი, არის და იქნება“,- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ამ მეთოდით ხელისუფლება ეკლესიის გული მოიგოს საარჩევნოდ, ზუგდიდელმა მიტროპოლიტმა ასე უპასუხა – არჩევნებამდე ძალიან ადრეა და ადამიანი ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ამით გული მოიგოს.

 

ცნობისთვის, პარლამენტში საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time
X