fbpx
18:37 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

მეუფე გერასიმე სასულიერო პირების ტესტირების წინააღმდეგია

მეუფე გერასიმე სასულიერო პირების ტესტირების წინააღმდეგია

მეუფის გერასიმე სასულიერო პირების ტესტირებას არ ემხრობა.

 

„თუ ასეა, რისკ-ჯგუფია ყველა ვისაც ხალხთან შეხება აქვს. მაგალითად სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში დასაქმებულები.

 

თუმცა, შევთანხმდებით და ერთობლივ გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ. მე როგორც ერთ-ერთი მიტროპოლიტი არ მივესალმები ამ ფაქტს”,- განაცხა მეუფემ.

 

9 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.

 

დოკუმენტის თანახმად, უსიმპტომო პირებს უტარდება სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც.

 

თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.

 

ეს ჯგუფებია: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

 

გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტიგენტსრომებსაც სპეციფიური სიმპტომები აქვთ.

 

„ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები:

თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-სთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;

სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-სთვის
დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;

 

სიმპტომური პაციენტები, მაღალი რისკის ზონებიდან;

 

პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით).

– წერია დოკუმენტში.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time
X