23:01 | 2020-06-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მეუფე ანტონს ადგილობრივები წმინდა გიორგის ნეკა თითის ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებენ – “მთავარი არხი”

მეუფე ანტონს ადგილობრივები წმინდა გიორგის ნეკა თითის ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებენ – “მთავარი არხი”

სოფელ ქვემო ზედანის მცხოვრებლები მეუფე ანტონს იმ სიწმინდეებისა და ძვირფასეულობის გადამალვაში ადანაშაულებენ, რომელსაც ოჯახები თითქმის 80 წლის განმავლობაში ინახავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

 

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წმინდა გიორგის ნეკა თითის ნაწილი ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსმა მოსახლეობისგან უნებართვოდ რეზიდენციაში წაიღო.

 

Exclusive: მამა ანდრიას ვურჩევ, პეტრე ჭყონდიდელ ყოფილის ქონების გამორჩევა დაიწყოს - მეუფე დიმიტრი
2020-06-02Exclusive: მამა ანდრიას ვურჩევ, პეტრე ჭყონდიდელ ყოფილის ქონების გამორჩევა დაიწყოს - მეუფე დიმიტრი

 

მეუფე ანტონს რამდენიმე თვეში სიწმინდის უკან დაბრუნება მოუწია, თუმცა მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ მღვდელმთავრის რეზიდენციიდან ასლი გამოიტანეს და არა წმინდა გიორგის ნეკის ორიგინალი ნაწილი.

 

წმინდა გიორგის ნეკის გარდა მოსახლეობა მეუფე ანტონს უძველესი ხატსაც ედავებოდნენ, რომელიც ძვირფასი ლითონებით იყო მოჭედილი და მღვდელმთავარმა რესტავრაციისთვის წაიღო.

 

თავად მეუფე ანტონი მოსახლეობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ რაიმე საბუთი იმისა, რომ ხატი ორიგინალი იყო არ არსებობს.

 

„რა იციან, რომ ორიგინალი იყო? რამე საბუთი აქვთ თუ თავიანთ თავში იყო ორიგინალი. გავუკეთეთ რესტავრაცია და დაიწყეს ეს არ არის ჩემი ხატი, ჩემი ოქროსი იყოო. ორიგინალი რას ნიშნავს? წმინდა გიორგიმ დაიხატა თავი თუ?“, – ამბობს მეუფე ანტონი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X