12:45 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ – რას ყვება სასულიერო პირი

მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ – რას ყვება სასულიერო პირი

ბოლო პერიოდში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საკუთარი განცხადებებით არაერთხელ გაეხვია სკანდალში.

 

სოციალურ ქსელში გავლენიან მიტროპოლიტს წარსული და ცნობილ კრიმინალურ „ავტორიტეტებთან“ კავშირიც გაუხსენეს.

 

საქმე ის გახლავთ, რომ მეუფე ანტონი, ერისკაცობაში მარკოს ბულუხია წარსულში საპატრიარქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

 

ამ პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბევრ პატიმართან, მათ შორის „კანონიერ ქურდებთან.

 

ეს ფოტო 2000 წელს, ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას (დათო თბილისკი) ბავშვის ნათლობაზეა გადაღებული.

 

კადრებში ჩანან: „კანონიერი ქურდი“ დათო კაკულია, „კანონიერი ქურდი“ გია კვარაცხელია, მეუფე ანტონი (ბულუხია) და მამა ლევან ფირცხალაიშვილი.

 

ფირცხალაიშვილი არაერთი კრიმინალური „ავტორიტეტის“ მოძღვარი გახლდათ, მათ შორის ჯაბა იოსელიანის.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას არ მალავს „კანონიერ ქურდებთან“ მეგობრობას და არც იმას უარყოფს, რომ ერისკაცობაში თავადაც ამ წრის ნაწილი იყო.

 

 

მამა ლევანი (ფირცხალაიშვილი):

 

– ბევრი ფოტო მაქვს ქურდებთან გადაღებული, რადგან ჩვენ „რესბალნიცაზე“ ავაშენეთ ეკლესია. მე იქ გავიცანი „კანონიერი ქურდი“ დათო კაკულია (2001 წელს გარდაიცვალა).

 

ჩვენს შორის ისეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ ძმად მივიჩნევდი.

 

დავნათესავდით კიდეც, ნათელ-მირონი გვაკავშირებს. საოცარი ურთიერთობა მაქვს ახლაც მის ოჯახთან.

 

ეს ფოტოც დათოს ბავშვის ნათლობაზეა გადაღებული. დავით მაღრაძე ერთ-ერთი ნათლიაა.

 

– მეუფე ანტონი, როგორ მოხვდა ნათლობის სუფრაზე?

 

– მეუფე ანტონი იყო საპატრიარქოს ციხეებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.

 

ის იყო პირველი, ვინც ამ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ახლოს იცნობდნენ პატიმრები და კარგი დამოკიდბეულება ჰქონდათ მის მიმართ.

 

– ამბობთ, ციხის საავადმყოფოში ეკლესია ავაშენეთო… ვინ ააშენა კონკრეტულად?

 

 

– დათო კაკულიამ. მე და მან სწორედ ამ პროცესში გავიცანით ერთმანეთი.

 

დათომ თქვა, აქ ეკლესიის აშენება მინდაო და ერთ წელში უკვე ეკლესია იყო ადგილზე.

 

– ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, რომ უშუალოდ პატრიარქი ხვდება დათო კაკულიას…

 

– კი, ეკლესიის კურთხევა, რომ მოხდა ეს მაშინ არის გადაღებული სამლოცველოში.

 

 

პატრიარქს ვთხოვეთ მოსულიყო კურთხევაზე. ზოგადად, პატრიარქი ხშირად დადიოდა პატიმრებთან.

 

მე პირადად ბევრ „კანონიერ ქურდთან“ ვმეგობრობ, გახსნილი ურთიერთობა მაქვს მათთან. მე მაქვს მაგათთან ძმური ურთიერთობა.

 

მაგალითად ახლოს ვიცნობდი გია კვარაცხელიას, დათო ჩხიკვიშვილს, ამირან ებრალიძეს. „რესბალნიცაში“ გავიცანი ჯაბა იოსელიანიც.

 

 

– და რას ეუბნებით ხოლმე ათი მცნებაზე, სადაც წერია – არა კაც კლაო, არა იპაროო…

 

– მე ხომ არ დავუწყებ ჩიჩინს. ფქტია, რომ არ ასრულებენ ამ მცნებებს. იციან, რომ ისინი ასე ვერ ეზიარებიან.

 

ნუ, თუ ავადაა ადამიანი, ან სხვა განსაცდელი აქვს, კიდევ შეიძლება. მთავრია ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა გვქონდეს.

 

– როგორც ვიცი, ერისკაცობაში თქვენც იხდიდით სასჯელს…

 

– კი, ერთხელ ჩხუბზე ვიჯექი. ისე მთელი ახალგაზრდობა საპატიმროში მაქვს გატარებული.

 

– „ქურდებთან“ იჯექით თქვენც?

 

– აბა სად?! ბოზებთან ხომ არ ვიჯდებოდი?!

 

 

 

 

„რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქურდებთან ვიზრდები ბიჭო“ - სკანდალური ჩანაწერი
2020-05-20„რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქურდებთან ვიზრდები ბიჭო“ - სკანდალური ჩანაწერი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X