12:35 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

მეცნიერების საგანგაშო დასკვნა – შეუძლია თუ არა კორონავირუსს სიმპტომის გარეშე გავრცელება

მეცნიერების საგანგაშო დასკვნა – შეუძლია თუ არა კორონავირუსს სიმპტომის გარეშე გავრცელება

რამდენიმე კვირაა ჩინეთი მომაკვდინებელ კორონავირუსს ებრძვის. ინფექციის შედეგად, ამ დროის მონაცემებით 56 ადამიანი დაიღუპა, 2000-მდე ადამიანს კი მომაკვდინებელი ვირუსი აღმოაჩნდა.

 

ოფიციალური პირების განცხადებით, კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდეც სახიფათოა.

 

ამის გამო, ჩინეთის რამდენიმე რეგიონში მნიშვნელოვანი სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.

 

დაავადების გავრცელების წყარო, ვუჰანის პროვინცია კი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

 

ჩინეთში მომავალი კვირიდან ყველა გარეული ცხოველის გაყიდვა აიკრძალება, რადგან როგორც ამბობენ ვირუსის ყველაზე სახიფათო მატარებლები ცხოველები არიან, თუმცა ოფიციალურად ამის თქმა სპეციალისტებს მაინც უჭირთ.

 

BBC წერს, რომ ადამიანებში ინკუბაციური პერიოდი რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში 1-დან 14 დღემდე გრძელდება, ამ პერიოდში მიდის დაკვირვება აქვს თუ არა პაციენტს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი. თუმცა, ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ადამიანი შეიძლება სიმპტომების გარეშეც იყოს ამ ინფექციის მატარებელი და ეს მან არ იცოდეს. შესაბამისად, ადამიანს შეუძლია ყოველგვარი სიმპტომის გარეშე გაავრცელოს მომაკვდავი ინფექცია.

 

სპეციალისტები განმარტავენ, რომ კორონავირუსი მნიშვნელოვნად განვითარდა და შესაძლოა, მთელს ჩინეთში მნიშვნელოვან მასშტაბზე იყოს გასული. აქედან გამომდინარე, ვირუსის უსიმპტომოდ გავრცელება ჩინეთის ხელისუფლების საქმეს მნიშვნელოვნად ართულებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X