10:50 | 2020-12-17 ავტორი: თამარ გონგაძე

მეცნიერები ასკვნიან, რომ საკმეველი სხეულში ბაქტერიებს ანადგურებს და ძლიერი იმუნოსტიმულატორია

მეცნიერები ასკვნიან, რომ საკმეველი სხეულში ბაქტერიებს ანადგურებს და ძლიერი იმუნოსტიმულატორია

საკმეველს სასიამოვნო სუნის გარდა განკურნება შეუძლია. ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც ნათქვამია, თუ როგორ კარნახობდა უფალი მოსეს, რომ კეთილსურნელოვანი ფისის გაერთიანებით სამკურნალო წამალს მიიღებდა.

 

საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.

 

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ამ გასაოცარი არომატის გავლენის შესწავლა ადამიანის ორგანიზმზე. კვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ საკმეველი ერთ-ერთი უძლიერესი იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა.

 

საკმევლის არომატი აუმჯობესებს მეხსიერებას, რის შესახებაც შუასაუკუნეებში მოღვაწე სომეხი ექიმი, ამირდოვლად ამაციანი წერდა. დაოსების გადმოცებით, ეს უნიკალური არომატი სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს.

 

საკმეველი ამცირებს ნაოჭებსა და წვრილ ხაზებს, ებრძვის ნაიარევის ჩამოყალიბებას და გამონაყარს კანზე. » სასარგებლო რჩევები

 

საკმეველი არის სურნელოვანი ფისი, რომელიც ძირითადად საკმევლის ხის დასერილი ქერქიდან მიიღება. სხვათა შორის, საკმევლის ხე საქართველოშიც გვხვდება – საგარეჯოსა და ვაშლოვანში – ეს სახელწოდებაც, ხალხური გადმოცემით, სწორედ საკმევლის ხეებს უკავშირდება: ვაშლოვანში ყოფილა საკმევლის ხეების ნათელი ტყე. ეს ხე ძალიან ჰგავს ვაშლისას. შორიდან მნახველი საკმევლის ტყეს ვაშლის ბაღად აღიქვამდა, ამიტომაც უწოდეს ამ ადგილს ვაშლოვანი.

 

საკმევლის უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სასუნთქი გზების გავლით ხვდება, ძლიერი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. საკმევლის კვამლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც გვეხმარება სტრესის, ნერვული აღგზნებადობის, პანიკური შემოტევებისა და უძილობის დამარცხებაში.

 

კანდელი, სანთელი, საკმეველი. რა მნიშვნელობა და სიმბოლური დატვრთვა გააჩნიათ მათ? – ვანოს ბლოგი

 

 

ეს უკანასკნელი ახლახან გამოვცადე. მეუღლეს უძილობა აქვს. ნაწყვეტებად ძინავს, ხშირი გამოღვიძებით. სულ რაღაც ოთხი დღეა, რაც ყოველდღე ვანთებ საკმეველს. ბოლო სამი ღამეა, ქმარს მთელი ღამის მანძილზე უწყვეტად ძინავს და მის გაოცებას საზღვარი არ აქვს, რისი დამსახურებაა ასეთი მშვიდი ძილი. ფაქტია, საკმევლის დანთებამ ძილი მოუწესრიგა.

 

ასე რომ, თუ უძილობა გაწუხებთ, ხშირად აკმიეთ საკმეველი ოთახებში. ნერვებსაც დაგიმშვიდებთ და ტვინის ფუნქციონირებასაც გააუმჯობესებს.

 

საკმეველს ბოროტი ძალების, ეშმაკების განსადევნადაც ვაკმევთ – ე.ი. კმევის დროს ნაკმევი ადგილი ბოროტისგან განიწმინდება, რადგან ბოროტი ძალებისთვის საკმევლის კეთილსურნელება მომაკვდინებელია.

 

Რა არის ეკლესიის საკმევლის და როგორ გამოვიყენოთ ეს?

 

რას განასახიერებს სიმბოლურად საკმევლის კმევა, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი განმარტავს.

 

გურამ ჭარელაშვილი: – საკმეველს უფალს შევწირავთ მსახურების პროცესში. ღმერთს ვევედრებით, როგორც საკმეველი შეიწირე, ასევე შეიწირე ჩვენი ლოცვაცო.

 

მე არ ვიცი, სამედიცინო თვალსაზრისით, რამდენად დამტკიცებული თემაა ის, რომ საკმეველი ბაქტერიების გავრცელებას უშლის ხელს. ეს ფიზიკაა, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს, თუმცა ამის ფორმულა რომ არსებობდეს, არ გამიგია.

 

შესაძლოა, მას თავიდანვე მართლაც აქვს ეს თვისებები, ისევე როგორც ღვინოსა და ზეთს აქვს ანტისეპტიკური მაკურნებელი თვისებები. მას შემდეგ კი უფრო ძლიერი მაკურნებელი საშუალებები მოიგონა სამყარომ.

 

ვიღაცას ამშვიდებს, ვიღაცაში ალერგიას იწვევს მისი შემადგენლობიდან გამომდინარე.

 

ნაკურთხი წყალი შეიძლება ერთმა დალიოს და განიკურნოს, მეორე კი ვერ განიკურნოს. ბევრი რამ რწმენაზეა დამოკიდებული. ასევეა საკმეველიც, მსახურებაც და ყველა ის საიდუმლო, რომელიც ეკლესიაში აღესრულება.

 

ავტომატურად ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს არც საკმეველი, არც სხვა სიწმინდე. თუ ადამიანს შესაბამისი რწმენა არ აქვს, მასზე არც ზიარება მოქმედებს ისე, როგორც ღრმადმორწმუნეზე.

 

 

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი: ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, თუმცა ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია ...

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X