fbpx
23:50 | 2020-10-02 ავტორი: თამთა თორდია

იმ ღამით სახლში არ იმყოფებოდა – როგორ გადარჩა მეწყერის ქვეშ მოყოლილი ოჯახის ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა

იმ ღამით სახლში არ იმყოფებოდა – როგორ გადარჩა მეწყერის ქვეშ მოყოლილი ოჯახის ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში პირველ ოქტომბერს განვითარებული მეწყერული პროცესების შედეგად მიწის მასის ქვეშ საცხოვრებელი სახლი და გზაზე მყოფი ავტომობილი აღმოჩნდნენ.

 

შედეგად ხუთი ადამიანი – სახლში მყოფი დედა, მამა და არასრულწლოვანი შვილი, ასევე ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ.

 

ხანგრძლივი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ავტომანქანა, რომელშიც ორი ადამიანი, ბექა ბოლქვაძე და ირაკლი ბოლქვაძე იმყოფებოდნენ. ისინი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ. სტუმრად იმყოფებოდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილი მაია ბერიძისა და ლევან თედორაძის ცხედრები იპოვეს. ამ ეტაპზე მაშველები დაკარგულ არასრულწლოვან, მურმან თედორაძეს ეძებენ.

 

როგორც „პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, გარდაცვლილ ლევან თედორაძესა და მაია ბერიძეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. შემთხვევის დროს გოგონა ხულოში ბებიასთან, დედის დედასთან იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, ის ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელიც ცოცხალი გადარჩა.

 

მეწყერში მოყოლილ მანქანაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X