
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება. სამუშაოების შეწყვეტის მიზეზი კი ცუდი ხილვადობა გახდა.
მაშველებმა ზვავიდან ამოიყვანეს ერთი კაცი, რომელიც ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ქვედა კიდური აქვს მოტეხილი.
შეგახსენებთ, თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს რამდენიმე საათის წინ ზვავი ჩამოწვა და ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. ადგილზე ხუთი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.