19:59 | 2021-07-21 ავტორი: Prime Time

მეც ვიძალადე, აფექტის მდგომარეობა გვქონდა, ავდექი და ჩავარტყი სავარცხელი – რუსკა მაყაშვილი ნინუცას და ბესო ზანგურის ურთიერთობაზე

მეც ვიძალადე, აფექტის მდგომარეობა გვქონდა, ავდექი და ჩავარტყი სავარცხელი – რუსკა მაყაშვილი ნინუცას და ბესო ზანგურის ურთიერთობაზე

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, რუსკა მაყაშვილმა გადაცემა „სთორიში” მის დაზე, ნინუცა მაყაშვილზე და ბესო ზანგურზე ისაუბრა.

8 თვეში ბაჩო რომ გამოვა, გელოდები - ბაჩო ახალაის მეუღლე ბესო ზანგურს მიმართავს
2021-07-108 თვეში ბაჩო რომ გამოვა, გელოდები - ბაჩო ახალაის მეუღლე ბესო ზანგურს მიმართავს

 

მისი თქმით, ნინუცა ღრმა დეპრესიაში წლების განმავლობაში იყო.

 

„შეუყვარდა ეს ბესო ზანგური ნინუცას. დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის და ბესო ერთად არ ყოფილიყვნენ. ძალიან ბევრი რუსთაველის თეატრის მსახიობი, რომლებიც ახლა გამოვიდნენ და თქვეს, რომ რატო აბრალებთო ბესოს ასეთ რამესო, ზუსტად ის მსახიობები ევედრებოდნენ ნინუცას, რომ დაფიქრდი, არ გინდა ეს ადამიანიო.

 

ნინუცა თავიდან ყველას გვიმალავდა ამ ყველაფერს. მან კიდევ ბევრი რამ არ თქვა. მე ვიტყვი პირდაპირ, რომ მაშინაც ძალიან ეშინოდა ამის. მეც ვიძალადე, აფექტის მდგომარეობა გვქონდა, ავდექი და ჩავარტყი სავარცხელი და მერე თეატრშიც გვქონდა დიდი კონფლიქტი“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.

ავტორი: Prime Time

X