fbpx
23:09 | 2020-06-16 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მეც ვარ ბანკის მსესხებელი, რით უნდა გადავიხადო” – ლელა წურწუმია პირად პრობლემებზე

“მეც ვარ ბანკის მსესხებელი, რით უნდა გადავიხადო” – ლელა წურწუმია პირად პრობლემებზე

კორონავირუსის პანდემიამ უამრავი ადამიანი დააზარალა, თუმცა დაწესებული რეგულაციების გამო, ყველაზე დიდხანს შემოსავლის გარეშე მომღერლები და მუსიკოსები დარჩნენ.

 

შეზღუდვების გამო შექმნილ პრობლემებზე თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში “არტ FM”-ში ისაუბრა ლელა წურწუმიამ.

 

“საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის მიბმული ბანკთან. სახელოვნებო პროფესიაში, არ არის ისეთი შემოსავალი, რომ 6 თვე არ ვიმუშავო და მაინც მშვიდად ვიყო ამის გამო.

 

მეც ვარ ბანკის ერთ-ერთი მსესხებელი, როცა ჩაირთვება ეს ბანკი და არ მექნება შემოსავალი, როგორ უნდა გადავიხადო თანხა.

 

2020-06-10"ცუდად ვარ, არა მარტო მე!.." - ლელა წურწუმია მიმართვას ავრცელებს

 

თეატრებს, მოცეკვავეებს და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს რა შემოსავალიც აქვთ, ბევრად მეტია მათი შრომა.

 

გუშინწინ ერთ-ერთ მარკეტში შევედი, არ იყო დისტანცია დაცული და ვიფიქრე შენიშვნას მივცემ-მეთქი, მაგრამ მივხვდი ჩამქოლავდნენ.

 

პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, კარანტინის პერიოდში საგანგებოდ მოვიქეცი” – განაცხადა ლელა წურწუმიამ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი
X