16:34 | 2021-06-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

“მეც რომ წავალ, იმათთან ერთად ვიქნები“ – ბუბა კიკაბიძის ემოციური გამოსათხოვარი სიტყვა მეგობარს

“მეც რომ წავალ, იმათთან ერთად ვიქნები“ – ბუბა კიკაბიძის ემოციური გამოსათხოვარი სიტყვა მეგობარს

ბუბა კიკაბიძე ხელოვან რეზო გაბრიაძეს ემშვიდობება. მომღერალმა გააზიარა ვიდეომიმართვა, სადაც გაბრიაძესთან ურთიერთობაზე საუბრობს.

 

„ღმერთმა ყველანაირი ნიჭი დააბერტყა, რაც კი შეიძლება ადამიანს ცალ-ცალკე ჰქონდეს. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ბოლო წლებში ხშირად მირეკავდა ხოლმე და სხვადასხვა თემაზე მესაუბრებოდა. ხმაზე ვგრძნობდი, რომ კარგად არ იყო.

 

 

მაგრამ არაუშავს, იქ სადაც წავიდა და გაემგზავრება ამ დღეებში, იქ პირველი ალბათ, გიორგი დანელია შეხვდება. მასთან გვერდზე იქნება გია ყანჩელი. მეც რომ წავალ, იმათთან ერთად ვიქნები“, – ამბობს ბუბა კიკაბიძე.

ცნობისთვის, გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 10 ივნისს, ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X