18:14 | 2021-09-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად, მსოფლიომ უნიჭიერესი დაკარგა…“ – მეგობრების სულისშემძვრელი პოსტები სასტიკად მოკლულ 22 წლის ბიჭზე

„მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად, მსოფლიომ უნიჭიერესი დაკარგა…“ – მეგობრების სულისშემძვრელი პოსტები სასტიკად მოკლულ 22 წლის ბიჭზე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ახალგაზრდა ბიჭს ვერაზე უცნობმა პიროვნებამ 8 ტყვია ესროლა.

 

მომხდარს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები ეხმაურებიან:

 

ვრცელდება შემზარავი კადრები, როგორ ჩაცხრილეს ნიკო კვარაცხელია
2021-09-16ვრცელდება შემზარავი კადრები, როგორ ჩაცხრილეს ნიკო კვარაცხელია

 

ნინო ზამბახიძე:

„ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-თქო. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს“

 

ხა­თუ­ნა მაღ­ლა­კე­ლი­ძე:

 

„1999 წელი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ი­ბა­და ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო…
გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­მი­ცხრი­ლეს ნიკო! ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი იმე­დი… რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას, იცი­ნო­და, – გა­ჩერ­დიო… 22 წლის ნიკო აღარ გვყავს… მარ­ტო ჩვენ არა, მსოფ­ლი­ომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი! გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა 9 ტყვი­ით! რა გი­თხრათ, მე მკვდა­რი ვარ ნი­კოს­თან ერ­თად და არ ვიცი ამ დამ­პალ ქვე­ყა­ნას რო­გორ ვან­დო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა!! ან თქვენ რო­გორ უნდა იყოთ მშვი­დად აქ, არ მეს­მის!!!“

 

პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

რა ვიცით „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიაზე, რომლის შვილიც გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს?
2021-09-16რა ვიცით „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიაზე, რომლის შვილიც გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს?
  
„ტრაგედია დაგვატყდა თავს“ - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე 
2021-09-16„ტრაგედია დაგვატყდა თავს“ - ოჯახის წევრის პირველი კომენტარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!