17:06 | 2020-07-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მეც დავარტყი ერთხელ ფეხი – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი

მეც დავარტყი ერთხელ ფეხი – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჩვენება მოიპოვა, სადაც ის აგარაკზე დაწყებული კონფლიქტის დეტალებს ჰყვება.

 

„მე და ლაშა შერმადინმა კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები, ვინაიდან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და გაგვერკვია მანამდე მომხდარი შეხლა-შემოხლის ამბავი.

ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის ბოლო კადრები - გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული ვიდეო
2020-07-01ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის ბოლო კადრები - გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული ვიდეო

ამავდროულად, ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლაშა შერმადინთან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან, ჩემი აზრით, იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლაშას ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ.

 

ამ დროს დარეკა ლაშამ, კონკრეტულად თუ ვისთან, არ მახსოვს და უთხრა, რომ მოსულიყვნენ ქალაქ თბილისის მიმართულებით მდინარე არაგვის ხიდთან, რის შემდეგაც მალევე გაჩერდა ჩემი მეგობრის გიგა ტატიაშვილის მოვერცხლისფრო ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა მათ წინ.

 

… დავარტყი ერთხელ მეც რომელიღაცას ფეხი, კონკრეტულად არ მახსოვს თუ ვის, ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით ყველანი, გარდა გიგა ტატიაშვილისა“, – ამბობს არასრულწლოვანი ჩვენებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

 

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

„გარეთ რომ გამოვედი ჩემს მეგობრებს კრამიტებს ურტყამდნენ“ – ჩვენება შაქარაშვილის საქმიდან

 

შავი წინდები და ფეხსაცმლის საფენები – აქამდე უცნობი ნივთმტკიცებები შაქარაშვილის საქმეში

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X