fbpx
13:12 | 2020-09-25 ავტორი: Prime Time

მეც აუცილებლად დამაკავებენ – მიხეილ რამიშვილი

მეც აუცილებლად დამაკავებენ – მიხეილ რამიშვილი

სადაც დააკავეს დავით ფურცხვანიძე, იქ დამაკავებენ მე, – ასე ეხმაურება „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ე.წ სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძის დაკავებას.

 

როგორც ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პროკურატურას არ სურდა ფურცხვანიძე ამერიკაში წასულიყო.

 

რას ამბობს ოჯახი დავით ფურცხვანიძის დაკავების ფაქტზე
2020-09-25რას ამბობს ოჯახი დავით ფურცხვანიძის დაკავების ფაქტზე

 

„სადაც დააკავეს დავით ფურცხვანიძე იქ დამაკავებენ მე. წყარო როგორ უნდა დააკავონ? არ უნდათ, რომ ამერიკაში წავიდეს, ჩამომიმტანოს ის მტკიცებულებები, რომელიც დაანგრევს ამათ სიცრუეს. გესმით რას აკეთებენ? ამათმა გაშიფრეს უკვე საკუთარი თავი. რის საფუძველზე აკავებენ. ეს არ არის ობიექტური გამოძიება. ეს არის გაშიფვრა იმისა, რომ ისინი არიან მკვლელები. მეც დამაკავონ, მოვიდნენ,“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

 

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია.

 

ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X