00:15 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

„მეც არ მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა“ – კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტის ბოლო პოსტი

„მეც არ მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა“ – კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტის ბოლო პოსტი

​ლუდმილა ანუა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მკურნალობას ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

 

ვირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა:

 

„მეგობრებო, გაუფრთხილდით თავებს, ინფექცია ჩვენს შორის დაიარება. არც მე მჯეროდა, რომ ეს ვირუსი არსებობდა, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი“ – წერდა ინფიცირებული.

 

„მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა?“ - 5 წლის ვირტუოზი, რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს
2020-09-21„მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა?“ - 5 წლის ვირტუოზი, რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.​

 

გარდაცვლილი სოხუმის №1 სკოლის პედაგოგი იყო. სკოლაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა, რადგან 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

 

წყარო: ნიუპოსტი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები