fbpx
11:52 | 2020-11-14 ავტორი: თამთა თორდია

„ფეისბუქით“ იდენტიფიცირებული დამნაშავეები – მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტის” მიმდებარედ ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა

„ფეისბუქით“ იდენტიფიცირებული დამნაშავეები – მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტის” მიმდებარედ ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 2001 წელს დაბადებული თ.ე. და 2002 წელს დაბადებული თ.კ., ასევე, 1995 წელს დაბადებული ა.გ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ედებათ. ინფორმაციას შსს- ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური „სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, 1993 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს და მის მეგობარს – 1999 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

 

მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

 

თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს და შემდეგ სახლს ბენზინი შეასხეს 
2020-11-14თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს და შემდეგ სახლს ბენზინი შეასხეს 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X