fbpx
14:08 | 2020-11-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უზარმაზარი რიგები მეტროსადგურებთან – ქალაქში ინფიცირების ახალი კერების საფრთხე ჩნდება?!

უზარმაზარი რიგები მეტროსადგურებთან – ქალაქში ინფიცირების ახალი კერების საფრთხე ჩნდება?!

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ოთხ მეტროსადგურში მგზავრთა შესვლა რიგით კონტროლდება, მოქალაქეების უკმაყოფილება არ ცხრება.

 

სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ სადგურების შესასვლელთან დიდი რაოდენობით ხალხია თავმოყრილი და ფერხდება მათი გადაადგილება. მოქალაქეები ამბობენ, რომ „რკინის ლაბირინთი“ მათ ერთმანეთთან უფრო აახლოებს და ინფექციის გადადების რისკი დიდია.

 

ვითარება მეტროსადგურ ახმეტელთან. ფოტო გლდანის ჯგუფში გავრცელდა.

ნახეთ ვიდეო

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას ამბობენ აღნიშნულზე თბილისის მერიაში და ამის გასარკვევად თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაუკავშირდა.

 

„მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება და, რასაკვირველია, თბილისის მუნიციპალიტეტიც კოვიდსაბჭოსთან შეთანხმებით იღებს განსაკუთრებულ ზომებს.

 

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება არის მეტროპოლიტენის სისტემაში მგზავრთა ნაკადების მართვა. მგზავრთა ნაკადების განტვირთვა ხდება დახურულ სივრცეში იმის შედეგად, რომ ხდება მათი მართვა ზედა ვესტიბიულებში, ღია სივრცეში. კერძოდ, ვიღებთ იმას, რომ ხდება მგზავრების შეკავება ღია სივრცეში, მეტროს ზედა ვესტიბიულებში, რის შედეგადაც მგზავრთა ნაკადი იკლებს დახურულ სივრცეში, ქვედა ვესტიბიულებში და კლებულობს ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების რისკებიც“, – განმარტავს ვიცე-მერი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X