16:23 | 2020-04-01 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

მეტი დარღვევის მოლოდინი გვქონდა – შს მინისტრი კომენდანტის საათზე

მეტი დარღვევის მოლოდინი გვქონდა – შს მინისტრი კომენდანტის საათზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 მარტს, ე.წ. კომენდანტის საათი 17 ადამიანმა დაარღვია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა

 

„ჩვენც უფრო მეტს ველოდით, მაგრამ ძალიან მცირე ადამიანმა დაარღვია საგანგებო რეჟიმი, რომელიც ამოქმედდა. სულ 17 დარღვევა დაფიქსირდა ქყვენის მასშტაბით, ჩვენ სხვა მოლოდინი გვქონდა” – უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შიდა ქართლში, ერგნეთში იმყოფებოდა.

 

რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას, მინისტრის განცხადებით ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 350 ადამიანი და 15-მდე იურიდიული სამსახური დაჯარიმდა.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები