16:07 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

მეთაურმა სხვა ათეულის რიგით ჯარისკაცს სცემა – თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

მეთაურმა სხვა ათეულის რიგით ჯარისკაცს სცემა – თავდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

2020 წლის პირველ თებერვალს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ათეულის მეთაურმა სხვა ათეულის რიგითს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს. კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისთვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გარეგნული დათვალიერებით არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით ის გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიარა დეტალური სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგადაც ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაეწერა დაწესებულებიდან.

 

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო ატარებს შესაბამის მოქმედებებს და გამოძიების შედეგების შესაბამისად გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას“ – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X