13:56 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

მეტალურგების გზავნილი მოქალაქეებს – „ჩვენვმუშაობთშენთვის” (ვიდეო)

მეტალურგების გზავნილი მოქალაქეებს – „ჩვენვმუშაობთშენთვის” (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები გავრცელდა, სადაც ქართველი მეტალურგების გზავნილებია ასახული.

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ვიდეოინტერვიუებში პანდემიის ფონზე, მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქართულ ეკონომიკას დღეს, როგორც არასდროს, მხარდაჭერა სჭირდება.

 

ისინი, მზად არიან იშრომონ ქვეყნისთვის და საკუთარი მოქალაქეებისთვის.

 

ვიდეორგოლებს ფეისბუქში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მეტალურგებისა და სამთოელების მიმართ მადლიერება გამოხატეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები