fbpx
11:52 | 2020-11-27 ავტორი: Prime Time

მეტალის გემო პირში შესაძლოა კორონავირუსის ადრეული სიმპტომი აღმოჩნდეს – მეცნიერების ახალი კვლევა

მეტალის გემო პირში შესაძლოა კორონავირუსის ადრეული სიმპტომი აღმოჩნდეს – მეცნიერების ახალი კვლევა

მეტალის გემო პირში შესაძლოა მიუთითებდეს კორონავირუსით ინფიცირებაზე, – ამის შესახებ აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

 

პუბლიკაციაში, რომელსაც გამოცემა „ექსპრესი“ აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ რესპირატორული ინფექციების დროს ცხვირის შეშუპებისა და ყნოსვის გაუარესების გამო, ბევრ პაციენტს გემოვნების აღქმა ეცვლება.

 

რა გველის შეზღუდვებით და შეზღუდვების გარეშე? - უახლესი კოვიდ-პროგნოზი ციფრებში
2020-11-26რა გველის შეზღუდვებით და შეზღუდვების გარეშე? - უახლესი კოვიდ-პროგნოზი ციფრებში

 

მკვლევარები აღწერენ 59 წლის ქალის შემთხვევას, რომელიც საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს. რამდენიმე დღის განმავლობაში მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა – ქოშინი და სისუსტე, ასევე მადის დაკარგვა, რაც კლინიკაში მოხვედრამდე ერთი კვირით ადრე დაეწყო. 59 წლის ქალბატონს კლინიკაში მოხვედრამდე მეტალის გემოიანი საკვები მოსწონდა.

 

ჰოსპიტალიზაციამდე ერთი კვირით ადრე, მას უგემოვნო და მეტალის გემოიანი საკვები მოსწონდა“, – ნათქვამია სტატიაში. გარდა ამისა, ქალს თანდათანობით ყნოსვის შეგრძნება ეკარგებოდა.

 

როგორც ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) განმარტა, მეტალის გემო პირში, როგორც წესი არ არის საშიში, თუმცა ეს ფაქტი შეიძლება სხვა დაავადებების მანიშნებელი იყოს.

 

„პირის ღრუში მეტალის გემოს ძირითადი მიზეზებია: ღრძილების დაავადება, ანტიბიოტიკების მიღება, კიბოს მკურნალობა, სინუსიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები“, – განმარტავენ NHS-ში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X