fbpx
00:24 | 2020-10-08 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„მეშინია, ძაღლებმა და კატებმა არ შემჭამონ…“ – ქალი, რომელიც 20 წელია მანქანაში ცხოვრობს (ვიდეო)

„მეშინია, ძაღლებმა და კატებმა არ შემჭამონ…“ – ქალი, რომელიც 20 წელია მანქანაში ცხოვრობს (ვიდეო)

„სხვა ნანუკას შოუში” სიუჟეტი მანქანაში მცხოვრებ ქალზე გავიდა. როგორც აღმოჩნდა, უკვე 20 წელია, ის ავტოსადგომზე ცხოვრობს…

 

„22 მარტს ოცი წელი გახდება, რაც მანქანაში ვცხოვრობ. მე და ჩემმა მეუღლემ სახლი ავაშენეთ. აღმოჩნდა, რომ ქმრის ბიძაშვილის მამულზე აგვიშენებია, ბიძაშვილის შვილმა ყველაფერი წამართვა და ნაძვების ქვეშ აღმოვჩნდი.

 

ისანში, მანქანების სადგომზე მოვედი, ერთმა ოჯახმა დენი მომცა, მანქანა მათხოვეს და აქ ვცხოვრობ. სოციალური დახმარება არ მაქვს, რადგან უმისამართო ვარ. გამგეობას 100 ლარი ერთჯერადი დახმარება ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრეს…

 

პომიდვრის კერძი და ჩახოხბილი მიყვარს, მაგრამ არ არის საშუალება, რომ გავიკეთო. მანქანაში ფეხებს რომ ვერ ვშლი, კარს ვაღებ და გარეთ მაქვს გადაყოფილი, ამისაც მეშინია, ძაღლებმა და კატებმა არ შემჭამონ

 

შვილი მყავს, ცოტა ხანს მასთან ვიყავი, მაგრამ არ აქვს პირობები, სადაც მოხუცს აიტანდნენ… ბინაზე ვოცნებობ, აქ შეიძლება ისე მოვკვდე, თვალის დამხუჭავი არ მყავდეს არავინ…” – ამბობს ქალი.

 

დახმარების მსურველთათვის:

ქალი, რომელიც 20 წელია მანქანაში ცხოვრობს. დახმარების მსურველთათვის:GE24BG0000000101276720მიმღები: Zaur Mirianashvili

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი, 2020

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X