fbpx
23:26 | 2021-01-09 ავტორი: Prime Time

„მესამე ტალღას მივიღებთ უფრო ადრე, ვიდრე ველოდებით“ – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება და მიმართვა ხელისუფლებას

„მესამე ტალღას მივიღებთ უფრო ადრე, ვიდრე ველოდებით“ – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება და მიმართვა ხელისუფლებას

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.

 

მისივე თქმით, მესამე ტალღა აპრილში დაიწყება და მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია.

 

„მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე – პირბადის ხელმისაწვდომობა.

 

ვაიმე, ამოვიდა ყელში… არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! - გიორგი ფხაკაძე
2021-01-09ვაიმე, ამოვიდა ყელში… არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! - გიორგი ფხაკაძე

 

ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ“,– თქვა გიორგი ფხაკაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X