13:22 | 2021-08-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მერე გვიანი იქნება! – კულუმბეგოვი ასახელებს შეზღუდვებს, რომელიც მისი თქმით, სასწრაფოდ ასამოქმედებელია

მერე გვიანი იქნება! – კულუმბეგოვი ასახელებს შეზღუდვებს, რომელიც მისი თქმით, სასწრაფოდ ასამოქმედებელია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების მომხრეა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ჩამოთვალა ყველა ის რეგულაცია, რომელიც მისი შეფასებით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

რა წერია წერილში, რომელიც ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა
2021-08-03რა წერია წერილში, რომელიც ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა

 

„სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები…

 

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება!“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები არ ამოქმედდება. აქვე, მკაცრი რეკომენდაცია გაიცა, რომ სადაც კი შესაძლებელია, ღია თუ დახურულ სივრცეში, პირბადე ყველგან ვატაროთ.

 

 

ასევე ნახეთ: რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები – ამირან გამყრელიძის განმარტება

 

 

ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X

error: Content is protected !!