16:16 | 2021-05-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მერაბ სეფაშვილმა კოვიდი დაამარცხა – ნახეთ რას ამბობს ის ლევან რატიანზე და მის გუნდზე

მერაბ სეფაშვილმა კოვიდი დაამარცხა – ნახეთ რას ამბობს ის ლევან რატიანზე და მის გუნდზე

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაეწერა, ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

 

„10 დღის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გავდიოდი მკურნალობის კურსს, ვირუსი მეტ-ნაკლებად მსუბუქად გადავიტანე“, – გვითხრა მომღერალმა.

 

ბიჭი შოკში იყო, შეყვარებული ხევში გადაიჩეხა - სამაშველო ოპერაცია მესტიაში
2021-05-03ბიჭი შოკში იყო, შეყვარებული ხევში გადაიჩეხა - სამაშველო ოპერაცია მესტიაში

 

სეფაშვილმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით:

 

მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად, ვინც სნეულდება​ ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილი პროფესიონალთა გუნდი, მადლობა ლევან“, – წერს მერაბ სეფაშვილი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X