fbpx
19:17 | 2020-05-09 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მერაბ კობიაშვილზე თავდასხმის გამო დაკავებულ ექვსივე ბრალდებულს გირაო შეეფარდა

მერაბ კობიაშვილზე თავდასხმის გამო დაკავებულ ექვსივე ბრალდებულს გირაო შეეფარდა

გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

 

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

 

ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. პროცესი 24 ივნისს ჩაინიშნა.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

X