11:06 | 2020-03-19 ავტორი: ლიზი მეტრეველი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა – ანგელა მერკელი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა – ასე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კორონავირუსის პანდემიას.

 

„მდგომარეობა სერიოზულია. სერიოზულად უნდა შეხედოთ. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა, რომელსაც ასეთი დონის ერთიანობა დასჭირდებოდა. მე მართლა მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას წარმატებით გადავლახავთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენი დახმარებაც გვჭირდება. ყველამ ის უნდა გააკეთოს რაც შეუძლია. ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა კანცლერმა.

 

გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირების 12,327 შემთხვევა დაფიქსირდა, 28 გარდაიცვალა, ხოლო 105 გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები