23:09 | 2020-05-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

მემუქრებოდა, ბავშვს მოგიკლავ და ძაღლებს მივუგდებო – რას ყვება ქალი, რომელსაც ჩვილი იძულებით გააშვილებინეს

მემუქრებოდა, ბავშვს მოგიკლავ და ძაღლებს მივუგდებო – რას ყვება ქალი, რომელსაც ჩვილი იძულებით გააშვილებინეს

ერთი თვის წინ გადაცემა „პროფილში” ახალგაზრდა ქალი ნატო შავიშვილი ყვებოდა, რომ ის ახალშობილი გააშვილეს და დღემდე არ იცის, ვინ არის მისი ბიოლოგიური დედა.

 

გადაცემას ერთი თვის თავზე ნატოს ბიოლოგიური დედა გამეხმაურა და პირდაპირ ეთერში საკუთარ შვილს და „პროფილის” მაყურებელს მოუყვა, რა მოხდა წლების წინ.

 

ქალი ამბობს, რომ ცდილობდა შვილის მოძებნას, თუმცა ვერ მოახერხა. ის წარმოშობით დმანისიდან, ეროვნბით აზერბაიჯანელია.

 

19 წლის უკვე რვა თვის ორსული იყო, ქმარმა მიატოვა, მამამ და ძმამ კი ბავშვის გაშვილება აიძულეს.

 

„არ მინდოდა ბავშვის გაშვილება, მაგრამ მემუქრებოდა მამაჩემი – ან სხვას მიეცი, ან მოვკლავ და ძაღლებს მივუგდებო. მეშინიდა მართლა არ მოეკლა.

 

ამდენი და-ძმა მყავდა და არავინ მიმიღო ბავშვით. როდესაც ბავშვი მიჰყავდათ, ვტიროდი. ერთი ღამეც დამიტოვეთ, ერთი ღამეც გაათენოს ჩემთან-თქო“.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X