fbpx
18:08 | 2020-05-21 ავტორი: Prime Time

მემუქრებოდა, არავის უთხრა, თორემ მოგკლავო – რას ყვება ძალადობის მსხვერპლი ბავშვი

მემუქრებოდა, არავის უთხრა, თორემ მოგკლავო – რას ყვება ძალადობის მსხვერპლი ბავშვი

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ალბათ მთელი სიცოცხლის მანძილზე ემახსოვრებათ მოძალადის სახე და შიში, რომელიც განიცადეს მასთან სიახლოვისას…

 

ალბათ კარგა ხანს გაჰყვებათ კითხვაც – ვინ და რატომ არ დაუჯერა? პოლიციელები, მშობლები, მოსამართლე, მეზობლები, ნათესავები…

 

ხშირად მათი დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძიმებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქიკას.

 

“პრაიმტაიმმა” ექსკლუზიურად მოიპოვა სექსუალური ძალაოდბის მსხვერპლი ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვის ჩვენება.

 

ცხადია ჩვენ არც დანაშაულის ადგილმდებარეობას და არც საქმის ფიგურანტების ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა გაგაცნობთ ჩვენების ერთ ნაწილს, სადაც ვფიქრობთ ნათლად სჩანს, თუ რას გრძნობენ ძალადობის მსხვერპლები, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მცირეწლოვან ბავშვზე.

 

„მის სახლში ხშირად მივდიოდი-ხოლმე და ეზოში ვთამაშობდი. მაშინაც იქ ვიყავი, ხელში ამიყვანა და ოთახში ძალით წამიყვანა.

 

ოთახში მარტოები ვიყავით. ძლივს ვსუნთქავდი, ვყვიროდი და გაქცევას ვცდილობდი.

 

ის მემუქრებოდა, არავის უთხრა, თორემ მოგკლავო. ოთახში ჩემი მეგობარი შემოვიდა. ის (მამაკაცი) მას გაეკიდა.

 

მე ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლში გავიქეცი. ის კაცი ჩემს მეგობარს ურტყამდა. სახლში რომ მივედი, ყველაფერი დედას მოვუყევი.

 

ეს კაცი არ მიყვარს, ადრეც ცდილობდა ასე გაეკეთებინა ჩემთან. მაშინაც მემუქრებოდა და სახლში არ მომიყოლია.”

 

ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს, მეორე მცირეწლოვანიც შეესწრო. ის გამოძიებას უყვება:

 

„ჩემს მეგობარს სათამაშოდ ვეძებდი. ეზოში რომ შევედი, დავინახე კაცს ხელით ეჭირა და ძალით მიჰყავდა ოთახისკენ.

 

ავედი და დავინახე, მას გოგონა საწოლზე ჰყავდა წაქცეული. ის (გოგონა) ძლივს სუნთქავდა და გაქცევას ცდილობდა.

 

მე შეშინებული გამოვიქეცი. კაცი გამომიდგა და გამარტყა. სახლში რომ მივედი, პაპას ვუამბე, მაგრამ არ დამიჯერა”.

 

დაზარალებული ბავშვების მშობლებს, ხშირად ეპარებათ მხედველობიდან, რომ მცირეწლოვნებზე, უმრავლესად, სწორედ ახლობლები და ის ადამიანები ძალადობენ, ვისაც ოჯახი ენდობა. ამიტომაც ბავშვს აქვს შიში, რომ თვითონ დასჯიან.

 

ასეა ამ კონკრეტულ საქმეშიც – ბავშვზე სავარაუდო მოძალადე მისი ახლობელია… საქმე კი საბოლოოდ ისე წარიმართა, რომ თითქოს ყველაფერი ბავშვმა მოიგონა.

 

ფსიქოლოგი, რომელიც დაზარალებულ ბავშვთან მუშაობდა, ამბობს, რომ მისი ფსიქო- ემოციური მდგომარეობა რთულია.

 

ღამე ჯაჭვით დაბმული მეძინა - მამა, რომელიც 14 წლის შვილზე ძალადობდა შეწყალებას ითხოვს
2020-05-02ღამე ჯაჭვით დაბმული მეძინა - მამა, რომელიც 14 წლის შვილზე ძალადობდა შეწყალებას ითხოვს

 

“ბავშვი ხშირად ტირის, ღამით აქვს შფოთვები და ეშინია, რომ მამაკაცი მოკვლას უპირებს” – განმარტავს ის.

 

სისხლის სამართლის საქმეში დევს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გოგონას დაზიანება არ აღენიშნება.

 

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებასთან, რომელიც შესაძლოა ფიზიკურ დაზიანებასთან სულაც არ იყო დაკავშირებული.

 

გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბავშვთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობების საქმეების შესწავლის შემდეგ, არაერთხელ განმარტა, რომ ხშირად მოძალადეები ბავშვის სხეულზე ნიშნების დატოვებას ერიდებიან, რადგან მათ დანაშაულის განმეორების სურვილი ამოძრავებთ.

 

ეს საქმე ამჟამადაც სასამართლოს განხილვის ქვეშაა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვერდიქტს გამოუტანს მოსამართლე ძალაოდბაში მხილებულ შუახნის მამაკაცს.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X