20:37 | 2021-09-15 ავტორი: Prime Time

მელია: 2 ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის, მათ შორის კობახიძისთვის, რომ ხელისუფლების რიგებიდან სამარცხვინო ბრიფინგები აღარ ჩაატაროს

მელია: 2 ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის, მათ შორის კობახიძისთვის, რომ ხელისუფლების რიგებიდან სამარცხვინო ბრიფინგები აღარ ჩაატაროს

ოპოზიციის მერობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გაკვირვებას არ იწვევს.

 

საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ფარული ჩანაწერები - გოგაშვილი
2021-09-15საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ფარული ჩანაწერები - გოგაშვილი

 

„ვფიქრობ, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ იწვევს გაკვირვებას, უბრალოდ, მათი ფონი იმდენად მძიმე არის, რომ შესაძლოა, უფრო მძაფრად ჩანს ის სიგიჟე, რომელიც შესაძლებელია სჭირდეს ადამიანს ჯანსაღ გონებაში. აი, ეს კი ნამდვილად შეიძლება იყოს სიახლე. დააკვირდით ძვირფასო თანამოქალაქეებო ბატობი კობახიძის რიტორიკას, მის ზღვარგადასულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და გადაწყვეტილების მიღება არავის არ გაურთულდება. ეს სიბოროტე, სივარაგე უნდა დამარცხდეს.

 

ადამაინს, რომელიც რასაც საუბრობს თავადაც არ სჯერა, მეტიც, წარმოდგენაც არაა აქვს, რასაც დაუწერენ იმას კითხულობს. ამიტომ ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის ამ ქვეყანაში, მათ შორის ბატონი კობახიძისთვის, რომ აღარ იყოს ეს ადამიანი ვალდებული, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიაყენოს შეურაცხყოფა და აღარ ჩაატაროს ხელისუფლების რიგებიდან ასეთი სამარცხვინო ბრიფინგები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!